სამოქალაქო განათლების კლუბის დებულება. შემაჯამებელი ღონისძიება

This page has not been translated into English yet, so it is shown in Georgian.

ჩამოთვირთე დებულება

სამოქალაქო განათლების კლუბის დებულება. შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" II შემაჯამებელი ღონისძიება

7 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონ - ბათუმში“ გაიმართა II შემაჯამებელი ღონისძიება, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში.

შემაჯამებელი ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:

ნაწილი I: მიეძღვნა თემას „ღირსეული შრომის უფლება“

განვიხილეთ საკითხები:

  • •შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში.
  • •როგორ განისაზღვრება სამუშაო დრო.
  • •რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა.
  • •რას ნიშნავს შრომის თანაბარი შესაძლებლობები.
  • •როგორ ამოვიცნოთ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე.
  • •დეკრეტული შვებულების გამოყენება შენი უფლებაა.
  • •როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ნიშნები სამუშაო ადგილზე.
  • •კომუნიკაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

ნაწილი II: მიეძღვნა თემას „ბიზნესის მართვის ევროპული პრაქტიკა საქართველოში - სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მაგალითზე“.

განვიხილეთ საკითხები:

  • •ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სტანდარტები და დასაქმებულთა უფლებები
  • •პროექტის მართვა;
  • •ბიზნესის მართვა, სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციების დანერგვა;
  • •ფინანსები და კონტროლი;
  • •მარკეტინგი;
  • •B2B მარკეტინგი;
  • •ექვსი ძირითადი განსხვავება B2B და B2C მარკეტინგს შორის;
  • •ROI ფაქტორები;
  • •გაყიდვები;
  • •ადამიანური რესურსებისა და ნიჭის მართვა;

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოყენებული იყო მულტიმედია რესურსები, ილუსტრაციები, სამუშაო ბარათები, ინფოგრაფიკები, გრაფიკული ორგანიზატორები.

შემაჯამებელ ღონისძიებაში თანამომხსენებელი იყო „ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი ბ - ნი გენო ძიძიგური, რომელმაც ისაუბრა „ჰილტონ ბათუმის“ მართვის ევროპულ პრაქტიკაზე საქართველოში.

ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!

ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს„ჰილტონ ბათუმს“პროექტის სრული დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის.

Files