"ჩემი დამრიგებელი"
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. 2026-2027 სასწავლო წლიდან რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ,,ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 243 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ დაფინანსებისთვის 100 პროექტი შეარჩია. პროექტები მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ბულინგის პრევენციასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ჩვენი სკოლის ორი გამარჯვებული პედაგოგი გურანდა გორგაძე და ხათუნა წილოსანი მიიღებს ყოველთვიურ 250 ლარიან დანამატს.